“ქართული ოცნების” წყალტუბოს საოლქო
ორგანიზაციის თავმჯდომარედ ცოტნე ზურაბიანი აირჩიეს.
“დიდი პასუხისმგებლობაა იყო ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. გასული 2 წელი იყო საინტერესო, ნაყოფიერი. მომდევნო 2 წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი და პროდუქტიული. მადლობა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის,”-განაცხადა ზურაბიანმა.
ცოტნე ზურაბიანი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის კონფერენციამ 2016 წელს თავმჯდომარედ აირჩია.
ცნობისთვის, საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა ორ წელიწადში ერთხელ 2-ჯერ გადარჩევის უფლებით ხდება.