ქუთაისის გენდერული თანასწორობის
საბჭო სამოქმედო გეგმას თვის ბოლომდე დაამტკიცებს. აღნიშნულის შესახებ საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შეგნელიამ განაცხადა.
სამოქმედო გეგმა 3 ძირითად მიმართულებაზეა აგებული: საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება, განათლება და ცნობიერების ამაღლება, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი.
“გეგმა განსაზღვრავს თუ რამდენად ეფექტური შედეგები შეიძლება დაიდოს ჩვენი ქალაქის რეალობაში. მნიშვნელოვანია გეგმის კარგად და დეტალურად გავლა, ყველა საკითხის გარკვევა და შემდეგ ერთიანი ძალებით ამ გეგმის აღსრულებაში მოყვანა. მომდევნო კვირაში კიდევ დავუთმობთ ერთ შეხვედრას აღნიშნულ გეგმას და თვის ბოლომდე გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა დამტკიცდება,”-განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა 20 წევრისგან განისაზღვრა. მასში საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.