ქუთაისში 16 ე. წ ჯიხური დაიდგმება.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჯიხურებს ქალაქის მასშტაბით შპს “მადლი” დადგამს.
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, აღნიშნულ შპს-ს მერიამ ხელშეკრულება 2014 წელს შეუწყვიტა, თუმცა, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, კომპანიას ჯიხურების განთავსების სურვილი ჭავჭავაძის გამზირზე აქვს.
აღნიშნულ ჯიხურებში სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები იყიდება.