ქუთაისის მერიამ თურქული
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო კომპანია SMK 1000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმა კომპანიას ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე მოუწესრიგებელი გზის საფარისა და სამუშაოების შესრულებისათვის გამოყოფილი ვადის გადაცილების გამო დაუწესდა.
აღნიშნულ ქუჩაზე SMK-ს წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა, რომელმაც აღნიშნულ ადგილზე ქვაფენილი ამოიღო. კომპანიას გზის საფარი მარტის თვის ბოლომდე უნდა აღედგინა. ადგილზე სამუშაოებისათვის საჭირო მასალა მიტანილია, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას სასამართლომ გზის საფარის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად 10 დღე განუსაზღვრა.