ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” გივი ჭიჭინაძემ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.
ჭიჭინაძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: სალხინოს, გაღმა სალხინოს, დიხაშხოსა და ისრითის ამომრჩევლებს შეხვდა. პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
,,2016–2017 წლებში ვანის მუნიციპალიტეტში არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა. გაშენდა ხილის ბაღები, დაფინანსდა და შეიქმნა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 62 ბენეფიციარი, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ეგიდით გაიხსნა ახალი წარმოება შპს ,,ფერეთას ჩაი”. დასაქმდნენ ადგილობრივები. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი სოფელი,”– განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა შუალედური არჩევნებისთვის ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ოფიციალურად წარადგინა. იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა 23 მარტს დატოვა.