ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა
გაერთიანების ხელმძღვანელ კობა ფხაკაძეს თანამშრომლების თვალთვალში ადანაშაულებენ.
“რეალურად აყალიბებს ციხეს. მისი დავალებაა, ყველა თანამშრომელს უთვალთვალოს და არასასურველ თანამშრომლებზე ენა მიიტანოს მერიაში,”-განაცხადა ა(ა)იპის ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი კიკვაძემ.
ბრალდებებს უარყოფს გაერთიანების მმართველი. კობა ფხაკაძე აცხადებს, რომ სათვალთვალო კამერები შენობაში ფარულად არ არის განთავსებული.
“ჩუმად არაფერი მაქვს დაყენებული. ყველგან აწერია, რომ მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი. რომ მოვედი კამერები დამხვდა,”-განაცხადა ფხაკაძემ.
კობა ფხაკაძის განმარტებით, შენობაში სათვალთვალო კამერების არსებობის შესახებ ყველა თანამშრომელმა იცის.