ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლის
ირაკლი კიკვაძის ბრალდებებს ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ უპასუხა. ფხაკაძე განმარტავს, რომ კიკვაძე სამსახურში გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი. მისივე თქმით, გათავისუფლების მიზეზის დასახელებას მას შრომის კოდექსი არ ავალდებულებს.
“კიკვაძე სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 4 იანვარს 6-თვიანი საცდელი ვადით დაინიშნა. ის 2 მარტს შრომის კოდექსის საფუძველზე გათავისუფლდა. მას შეეძლო მოემართა წერილობით თუ რის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული და წერილობითვე ვუპასუხებდი, თუმცა ეს არ ისურვა. შრომის კოდექსი არ მავალდებულებს გავცე პასუხი რის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. ჭიღვარიას კაბინეტში არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პიროვნულად მივიღე. საბუთი, რომ ის 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი, შეგიძლიათ გამოითხოვოთ. პოლიტიკური ნიშნით არ ვათავისუფლებთ თანამშრომლებს,”-განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კიკვაძემ ქუთაისის მერიიდან მისი გათავისუფლების შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა.