ქუთაისის მერიის კულტურის ა(ა)იპიდან 58 თანამშრომელია გათავისუფლებული.

 

აღნიშნულის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ა(ა)იპის ხელმძღვანელმა რეზო თედორაძემ განაცხადა.

“ფილიალებში, ისევე როგორც ადმინისტრაციაში, ხალხი იყო გაფორმებული ზოგადი სპეციალისტის სტატუსით. რეორგანიზაციის ფარგლებში, სწორედ ეს ზოგადი სპეციალისტის შტატები გავაუქმეთ. 58-ვე ადამიანი მიიღებს ერთთვიან კომპენსაციას. ერთი თვის განმავლობაში დარგის სპეციალისტებად ხელშეკრულებით  იმ ადამიანების აყვანა მოხდება, რომლებიც წარმოდგენილი ანგარიშებისა და დახასიათებების საფუძველზე შეირჩევა,”-განაცხადა თედორაძემ.

ა(ა)იპის ხელმძღვანელის განცხადებით, ანგარიშებისა და დახასიათებების  განხილვისათვის რეორგანიზაციის კომისიას დაახლოებით 20 დღე დასჭირდება. მისივე თქმით, მიმდინარე თვის 20 რიცხვიდან კომისიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *