საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა. ლომჯარიამ დაათვალიერა შენობა, საწყობი, შეამოწმა საკვებისა და მედიკამენტების მარაგი.
სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონატის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კომუნიკაციები გამართულად მუშაობს. ლომჯარიას აზრით, მოსაწესრიგებელია შიდა ეზო და დასასვენებელი ადგილების ინფრასტრუქტურა.
როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განაცხადეს, ძირითად პრობლემას მომსახურე პერსონალის ანაზღაურება წარმოადგენს, რომელიც მიუხედავად 24 საათიანი სამუშაო გრაფიკისა, 200-დან 350 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, პანსიონატის სიახლოვეს არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
უწყების ინფორმაციით, პანსიონატში არსებული პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.
აღნიშნული პანსიონატი 95 ადამიანზეა გათვლილი.