“მერები ეკონომიკური ზრდისთვის”- აღნიშნული პროგრამის
ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.
პროექტში იმერეთის 8 მუნიციპალიტეტი: ქუთაისი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ზესტაფონი, წყალტუბო, ტყიბული და ბაღდათია ჩართული. “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ევროკავშირის დაფინასებით ხორციელდება, რომლის მიზანსაც იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მსჯელობა და საზოგადოებისათვის მუნიციპალიტეტებისთვის არსებული შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენს.
შეხვედრაში მონაწილეობა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ასევე პროექტში გაწევრიანებულმა და წევრობით დაინტერესებულმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებმა და “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროექტის ფარგლებში მთავარი აქცენტი მუნიციპალური ორგანოების განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაკეთდება.