ქუთაისის მერია ევროკომიისაგან ორ გრანტს მიიღებს.
მერიის ინფორმაციით, აქედან ერთი მათგანი რისკების მართვას მოხმარდება, ხოლო მეორე გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს განხორციელებას.
“ქუთაისმა ითხოვა თანხმობა ორი გრანტის მიღების შესახებ. აქედან ერთ კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი გვაქვს და პროექტის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული ითვალისწინებს რისკების მართვის გეგმის შემუშავებას. რაც შეეხება მეორე გრანტს, მისი ჯამური ღირებულება მილიონ ევროს შეადგენს,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
საბოლოო ჯამში, ქუთაისის მერია 1 04000 ევროს გრანტს მიიღებს.