ქუთაისის მერიაში გარემოვაჭრეები კვლავ შეიკრიბნენ.
ე.წ “პასაჟებში” დასაქმებულები ქალაქის მერს გიორგი ჭიღვარიას ხვდებიან.
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მერიაში შეკრებილებს განუმარტეს, რომ ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე საკანცელარიო და საეკლესიო ნივთებით ვაჭრობა დასაშვები იქნებოდა.
“გვითხრეს, რომ არ იცოდნენ რომ საეკლესიო ნივთები მქონდა გამოტანილი და აიღეს ჩემი დახლი. იმ დახლის გაკეთება 100 ლარი დამიჯდა, ახლა კი არ ვიცი სად წაიღეს, სად გადააგდეს,”-განაცხადა გარემოვაჭრე ლიანა ახვლედიანმა.
როგორც გარემოვაჭრეები განმარტავენ, მათი ნაწილი ქალაქის მერს გუშინ უკვე შეხვდა, თუმცა გარევაჭრობის გაუქმებასთან დაკავშირებით გიორგი ჭიღვარიას პოზიცია არ შეუცვლია.