საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისმა” და ქალაქის მერიამ მანქანები გაცვალეს.

აღნიშნულ ფაქტს კურიოზულს უწოდებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მანქანების გაცვლის მიზეზი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

“კურიოზული საკითხია, მანქანას საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” იმიტომ უცვლის მერიას, რომ მძღოლად ისეთი ადამიანი მოიყვანეს, რომელმაც არ იცის მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანის ტარება. სწორედ ამიტომ, აძლევენ მანქანას ავტომატური გადაცემით კოლოფით. ეს არის ნეპოტიზმის გამოვლინება,”-განაცხადა შუშანიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მანქანის გაცვლაში უჩვეულო არაფერია. რაც შეეხება მძღოლის პროფესიონალიზმს, მათივე განმარტებით, მანქანის სამართავად მართვის მოწმობის ქონაც საკმარისია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *