გუბერნატორებისათვის თვის მანძილზე განსაზღვრული
საწვავის ლიმიტი განსხვავებულია და იგი 500 ლიტრიდან 1 500 ლიტრამდე მერყეობს. თუმცა, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” კვლევიდან ვგებულობთ, იმერეთის გუბერნატორს საწვავის კონკრეტული ლიმიტი დაწესებული არ აქვს.
“გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, მის მიერ 2017 წლის განმავლობაში 14 356 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, რაც 3 434 ლიტრით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან (17 790 ლიტრი) შედარებით”,- წერია კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიამ არ მიაწოდა მათ ინფორმაცია 2017 წელს შესყიდული საწვავის ოდენობის (ლიტრაჟის) შესახებ, შესაბამისად კვლევაში შესყიდული საწვავის ოდენობის შესახებ მონაცემი არასრულყოფილადაა წარმოდგენილი.
შესაბამისად, იმერეთის გარდა, სხვა ადმინისტრაციების მიერ შესყიდული საწვავის მთლიანმა რაოდენობამ 258 195 ლიტრი შეადგინა.
სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ 2016 – 2017 წლებში გახარჯული საწვავის ღირებულება ასეთია:
შესაბამისად, ირკვევა, რომ გუბერნიებში საწვავზე დახარჯული თანხები 2017 წელს 2016-თან შედარებით გაზრდილია.
იმერეთში ზრდა 8 ათას 850 ლარით მოხდა, სამეგრელოში 17 ათას 465ლარით, გურიაში – 7 ათას 604-ით, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 16 ათას 464-ით, სამცხე-ჯავახეთში – 11 ათას 306-ით, ქვემო ქართლში – 9 ათას 952-ით, შიდა ქართლში- 19 ათას 928-ით, მცხეთა-მთიანეთში – 2 ათას 105-ით, კახეთში კი – 3 ათას 987ლარითაა გაზრდილი საწვავის ხარჯები
2017 წელს ადმინისტრაციების მიერ შესყიდული საწვავის ჯამურმა ღირებულებამ კი 486 169 ლარი შეადგინა.