ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-5 სხდომაზე

 

ოპოზიციურმა პარტიებმა ქალაქის მერის არყოფნა გააპროტესტეს.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გია უკლებას თქმით, ქალაქს ფაქტიურად მერი არ ჰყავს, რადგან ის საკრებულოს სხდომებს არ ესწრება და მისი აქტივობა საერთოდ არ ჩანს.

“პრობლემა არის ის, რომ ქალაქის მერის არსებობაში უკვე ეჭვი გვეპარება. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ძაღლი მიიყვანა და ქუთაისის მერმა კატა მაინც მოიყვანოს. მთავარია, რაღაცა ფორმით გამოჩნდეს. საკრებულოზე მრავალი მტკივნეული საკითხი შემოდის, თუმცა მერის პოზიციას ვერც ერთ მათგანზე ვიგებთ,”-განაცხადა უკლებამ.

საკრებულოს სხდომებზე ქალაქის მერის დასწრების საკითხი პროტესტის მიზეზი რამდენჯერმე გახდა. როგორც “რადიო ძველ ქალაქს” ქუთაისის მერიაში განუმარტეს, კანონი მერს სხდომებზე დასწრებას არ ავალდებულებს. მათივე თქმით, ვიცე-მერები ან შესაბამისი სამსახურების უფროსები სხდომებზე ყოველთვის ცხადდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *