“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიის
ავტოპარკის გაყიდვის ინიციატივით გამოდის. პარტიაში განმარტავენ, რომ მერიის ავტოპარკში 70 მანქანაა მაშინ, როცა ქუთაისის ფართობი 70 კვადრატული კილომეტრია. “ნაციონალურ მოძრაობაში” ფაქტს ანომალიად მიიჩნევენ.
“ქუთაისს სჭირდება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. ქუთაისში 3000 სოციალურად დაუცველი ოჯახია, რომლებიც შიმშილობენ. ვთვლით, რომ მერმა უარი უნდა თქვას სახელმწიფო მანქანაზე და სამსახურში საკუთარი ტრანსპორტით იაროს,”-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია უკლებამ.
უკლებას აზრით, ავტოპარკის ძირითადი ნაწილი უნდა გაიყიდოს, დაზოგილი თანხები კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა მოხმარდეს. მისივე თქმით, ბიუჯეტს 70 ავტომობილის შენახვის საშუალება არ აქვს.
რაც შეეხება ქუთაისის მერიის მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯებს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ მათივე გათვლებით, ერთ მანქანაზე თვეში 200 ლირტი საწვავი იხარჯება, რაც 70 მანქანაზე 14000 ლიტრსა და თვეში 32 000 ლარს შეადგენს.
პარტიაში თვლიან, რომ ქუთაისის მერიის მიერ წელიწადში საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე 448000 ლარის დახარჯვა დაუშვებელია.