“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2017 წელს საქართველოს
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ხელფასის სახით გაცემული თანხების შესახებ მონაცემები ასეთია :
წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 101 354 ლარით მეტი გაიცა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში ხელფასის სახით.
2016-წელს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული ხელფასები რაოდენობამ 3 მილიონ 349 ათას 869 ლარი შეადგინა. 2017 წელს კი 3 მილიონ 451 ათას 224 ლარი, ანუ 1 წლის განმავლობაში სხვაობა 101 354 ლარს შეადგენს.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2016 წელს ხელფასის სახით 391 ათას 267 ლარი გაიცა, ხოლო 2017 წელს 417 ათას 203 ლარი. სხვაობამ 1 წელიწადში 25 ათას 936 ლარი შეადგინა.
იმერეთის გუბერნიის გარდა, ხელფასის სახით გაცემული თანხის ოდენობა 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს მეტი აღმოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. აქ გუბერნიის ადმინისტრაციაში 88 ათას 196 ლარით მეტი თანხა გასცეს.
შემდეგი რეიტინგში შიდა ქართლის გუბერნიაა. აქ 45 ათას 57 ლარი ლარითაა სახელფასო თანხა გაზრდილი 2017 წელს.
მესამე ადგილს იმერეთი იკავებს, მეოთხე ადგილზე სამეგრელოა, სადაც 2017 წელს გუბერნატორის ადმინისტრაციაში ხელფასის სახით 790 ლარით მეტი თანხა გასცეს, ხოლო მეხუთე ადგილზე მცხეთა-მთიანეთია. აქ გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2017 წელს 726 ლარით მეტი თანხა გასცეს.