“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას ეხება.
კვლევის მიხედვით, ირკვევა:
“ზესტაფონის საკრებულომ 2016 წლის 23 სექტემბერს მიღებული N19 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებგვერდზე (http://zestaphoni.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.”,- წერია კვლევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის ვრცლად სანახავად ეწვიეთ ბმულს. www.transparency.ge
რადიო “ძველი ქალაქი” ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება. ვრცელ მასალას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.