ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა.
ინიციატივას საკრებულომ მხარი რიგით მე-4 სხდომაზე დაუჭირა.
ქალაქის თვითმმართველობამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 8 მილიონი ლარი მიიღო.
აღნიშნული თანხიდან 4 მილიონ 937 ათასი ლარი გზებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება, მილიონ 140 000 ლარი პროგრამა “კორპუსისთვისაა” გამოყოფილი.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
ცვლილების შემდეგ ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტმა 61 931 000 ლარი შეადგინა.