ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” შეისწავლა.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ იმ დეპუტატების სია წარადგინა, რომლებიც საკრებულოს სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენდნენ.
რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, უმეტეს შემთხვევაში რატომ არ იმყოფებოდნენ სხდომების მსვლელობისას საკრებულოს დარბაზში დეპუტატები გიორგი უკლება, დავით გოგისვანიძე და ბესიკ ბრეგაძე. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში.