ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი
ფრაქცია შეიქმნება. ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” შექმნის ცნობად მიღების შესახებ საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს.
ახალი ფრაციის შექმიდან გამომდინარე, ცვლილბები შევა ფრაქცია “ქართული ოცნების” შემადგენლობაში, რადგან ახალ ფრაქციას, სწორედ ამ ფრაქციის დეპუტატები შექმნიან.
ქუთაისის საკრებულოში მმართველ გუნდს უკვე აქვს 3 ფრაქცია: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება -კონსერვატორები” და “ქართული ოცნება – მრეწველები” . ამ ცვლილებით მმართველ გუნდს სულ 4 ფრაქცია ექნება.
სულ ქუთაისის საკრებულოში 5 ფრაქცია იქნება. აქედან 4 მმართველი გუნდის, ერთი კი “ნაციონალური მოძრაობის”.