წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
შენობის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა, მოწესრიგდა სამზარეულო, სველი წერტილები და საბავშვო ბაღის ეზო.
პროექტის ღირებულება 23 000 ლარს შეადგენს.
ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაღი 30 – მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 8 ადგილობრივი დასაქმდა.