“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუთაისში
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს ქუთაისშიც შეაგროვებენ. როგორც პარტიის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, ხელმოწერების შეგროვების დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.
“ხელმოწერები შეგროვდება კარდაკარის პრინციპითაც მოხდება. ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია ჩვენ ვებ გვერდზე, ელექტრონულად”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას პარტია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გეგმავს.