“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში” ცვლილებები
ხორციელდება, რომლებიც პარლამენტის წევრებმა – გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი.
“კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, თავიდან იქნეს აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს.
ქუთაისის საკრებულოში სულ 2 ფრაქციაა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. კანონში ცვლილებების შემდეგ ანაზღაურებას მხოლოდ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მიიღებს, რადგან ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” 5 წევრი არ არის.