“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების შემთხვევაში ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი
მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარი მოადგილის(ან მოადგილეებისათვის) იქნება ანაზღაურებადი.
ცვლილებების მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება ფრაქციის წესდებით განისაზღვრება.
ქუთაისში ფრაქცია” ქართული ოცნება” 19 წევრისგან შედეგება. ფრაქციის თავმჯდომარეა მარეხი ნიჟარაძე.
შესაბამისად, ცვლილებების შედეგად, შესაძლოა ქუთასის საკრებულოში ფრაქცია” ქართული ოცნების” თავმჯდომარეს 2 მოადგილე ჰყავდეს.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს ფრაქცია 4 წევრისაგან შედგება (თავმჯდომარეა გიგა შუშანია), შესაბამისად ამ ფრაქციისთვის არაფერი იცვლება.
ფრაქცია “ნაციონალური” მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანია რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ ცვლილება “ქართულმა ოცნება” თავის სასიკეთოდ ახორცილებს, რადგან საკრებულოების უმეტესობაში მხოლოდ მათ აქვთ 5 კაცზე მეტი შემადგენლობის მქონე ფრაქციები.
“ამ ცვლილების არც საჭიროება და აუცილებლობა დღის წესრიგში ნამდვილად არ იდგა. მერებში, საკრებულოებში მათი აქტივისტები არიან დასაქმებული.იფიქრეს და მოიფიქრეს კიდევ რომ მათ ფრაქციებში კიდევ ერთი ან რამდენიმე დასაქმებული ადამიანი გაეჩინათ. ფრაქციების თითთქმის 95 პროცენტში 5 ადამიანზე ნაკლები არსად ჰყავთ, ამიტომ ცვლილება საკუთარ თავს მოარგეს”,- ამბობს გიგა შუშანია.
“კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, თავიდან იქნეს აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.