ქუთაისის საკრებულომ მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა.
მე-2 სხდომაზე 5 კომისიის წევრების ვინაობა გახდა ცნობილი.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ ვლასი გარდაფხაძე დაინიშნა. კომისიის შემადგენლობაში ლაშა გვენეტაძე, ელეონორა არჩაია, დავით წულეისკირი, გიორგი უკლება არიან.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში მერაბ კვიცარიძე, დავით გოგისვანიძე, მაია სიმონიძე, ვლასი გარდაფხაძე, გიორგი უკლება იმუშავებენ. კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძეა.
კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიას ოთარ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს. შემადგენლობა კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა: დავით წულეისკირი, მამუკა რიჟამაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ალეკო ახალაძე, ირაკლი შენგელია, ვლადიმერ კლდიაშვილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახა ბოჭორიშვილია. კომისიის შემადგენლობაში შედიან გიორგი ჭეიშვილი, მარეხ ნიჟარაძე, იმედა საღინაძე, ნანა კოსტავა, ამირან კოპალეიშილი, მერაბ კვიცარიძე, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, ბესიკ ბრეგაძე, გრიგოლ შუშანია.
ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირია. კომისიის თავმჯდომარეა გიორგი ჭეიშვილი, ხოლო წევრები კახა ბოჭორიშვილი, მარეხი ნიჟარაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, ნანა კოსტავა, მაია სიმონიძე, ელეონორა არჩაია, ლაშა გვენეტაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, ალეკო ახალაძე, იმედა საღინაძე, ბესიკ ბრეგაძე, გრიგოლ შუშანია, ვლადიმერ კლდიაშვილი, დავით გოგისვანიძე.
კომისიების თავმჯდომარეების შემადგენლობა საკრებულოს პირველ სხდომაზე დამტკიცდა.