ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს მე-2 სხდომას ქალაქის ახლადარჩეული მერი არ ესწრებოდა.
აღნიშნული საკითხი ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საგანი გახდა.
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წარმომადგენლის, გიორგი უკლებას თქმით, ფრაქციამ ერთადერთი კითხვა დასვა, თუ რატომ არ მივიდა ქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე და რატომ არ აუხსნა საზოგადოებას მერიაში რეორგანიზაციის დაწყების მიზანი.
საკითხზე განმარტება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ. ნიკა ლატარია აცხადებს, რომ ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, რეორგანიზაციის საკითხი ბუნებრივი მოვლენაა.
“ყველა პროფესიონალი გააგრძელებს მუშაობას, თუმცა განახლება აუცილებელია. უკეთესობისაკენ უნდა შეიცვალოს ქუთაისი. ბატონმა გიორგი ჭიღვარიამ ახლახანს გადაიბარა პოსტი, ამიტომ დრო უნდა მივცეთ,”-განაცხადა ლატარიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ქალაქის მერი ყველა არსებულ შეკითხვას უპასუხებს.
მე-2 სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის სტუქტურაში შემავალი კომისიები დაამტკიცეს.