ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია
უფლებამოსილების გამოყენებას ხვალ შეუდგება. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა ქალაქის მერს მანდატი დღეს გადასცა.
გიორგი ჭიღვარიამ საოლქო საარჩევნო კომოსიის წარმომადგენლებს არჩევნების ობიექტურად ჩატარებისათვის, ამომრჩევლებს კი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
“გვინდა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქი უკეთესი იყოს. მერია და თვითმმართველობა კი მოქალაქეთა მოთხოვნებზე ორიენტირებული,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განარტებით, კანონის შესაბამისად, გიორგი ჭიღვარია მუშაობას ხვალიდან შეუდგება.
“მინდა, წარმატებები ვუსურვო როგორც ქალაქის მერს, ასევე ქალაქს,”- განაცხადა ოსეფაიშვილმა.
გიორგი ჭიღვარიამ მერობა არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებით მოიპოვა. ჭიღვარიას მხარი ამომრჩევლის 87,55-მა პროცენტმა დაუჭირა.