შოთა მურღულია თანამშრომლებს დაემშვიდობა.
დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მერის პოსტზე მუშაობა დაასრულა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომლითაც მისივე თქმით, ქუთაისი შედეგით პირველი იყო. შოთა მურღულიამ კონკურსებია და ატესტაციების შესახებ ისაუბრა.
“ჩვენი თანამშრომელების იერ მიღებული ქულები იმ ტესტირებაში, რომელსაც ჩვენ ვერ ვმართავდით, უმეტესობამ ძალიან კარგად ჩააბარა. მიმაჩნია, რომ მერიაში დასაქმებული უნდა იყოს ის ადამიანი ვისაც ამის გონებრივი შესაძლებლობა გააჩნია. ბევრმა ადამიანმა სამსახური მიიღო ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე. ამით ნამდვილად ვამაყობ”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
მურღულიამ ყურადღება აგრეთვე IშO სერთიფაკტზეც გაამახვილა. რომელიც მერიამ ელექტრონული მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის მიიღო.
“იყო ოპონირება: IშO სერთიფიკატი ვჭამოთ? და რათქმაუნდა არ უდა ვჭამოთ. ეს არის საერთაშორისო აღიარება. ეს არის პირველი თვითმმართველობა საქართველოში, ვინც მართვაში ეს აიღო”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრა. “პრემიების გაცემა მინიმუმამდე იყო დაყვანილი, რომ სხვა საქმე გაკეთებულიყო”- განაცხადა მურღულიამ.
ქალაქის მერმა თავის შემაჯამებელ სიტყვაში სპორტულ მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენ რამოდენიმეჯერ გავხდით ჩემპიონი ქალაქი. მე ეს მეამაყება. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ სპორტი არის მხოლოდ გართობის სახეობა. განსაკუთრებით ბოლო შედეგი იყო კულმინაცია და საჩუქარი ჩემთვისაც, რომ ჩვენ 15 წლის შემდეგ მოვიპოვეთ ჩემპიონობა. არა მარტო ფეხბურთშიც, კალათბურთში ჩემპიონები ვართ. უამრავი მედალი მოვიპოვეთ სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ეს არის ერთად დგომის შედეგი”, – აღნიშნა შოთა მურღულიამ.
მან ყურადღება მერიის დაქვემდებარებაში მყოფ გაერთიანებებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მინიმალური დაფინანსებებით ისინი უდიდეს საქმეს აკეთებდნენ.
კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა მერმა გამოსამშვიდობებელი სიტყვაში ყურადღება იხილეთ ვიდეო.