ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ
მუშაობა დაასრულა. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა. შოთა მურღულიას თქმით, ის ცდილობდა ყველა კითხვაზე ჰქონოდა პასუხი. “ჩემი მთავარი პრინციპი იყო ყველა სხდომას დავსწრებოდი და ამით გამომეხატა პატივისცემა საკრებულოს მიმართ”,- განაცხადა მურღულიამ.
ქუთაისის მერის თქმით, საკრებულოსა და მერიის მუშაობისას რაიმე პოლიტიკური კრიზისი არ შექმნილა.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის სტატუსით 20 ნოემბერს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას გაესწრება.