ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ამირან ძოწენიძე თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
ძოწენიძე განმარტავს, რომ პრიორიტეტების სიაში მანძილი თბილისსა და ქუთაისს შორის 231 კმ-ით განისაზღვრა, თუმცა, როდესაც ცამციშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ ორ ქალაქს შორის მანძილი 220 კმ-ს შეადგენდა. ძოწენიძემ ქალაქის მერს მიმართა და აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
საკითხზე კომენტარი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გააკეთა. მურღულია განმარტავს, რომ ქუთაისის მერიას კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ პირადი ინტერესები არ ჰქონდა და ისინი მხოლოდ სამხარაულის დასკვნის მიხედვით მოქმედებდნენ.
თემურ ცამციშვილს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვას ედავებოდა. საუბარია იმაზე, რომ თბილისიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირებისთვის ქუთაისელ ხელოვანებს ცამციშვილმა იმაზე მეტი თანხა გამოუწერა, ვიდრე საჭირო იყო. აღნიშნული ბრალდების საფუძველზე ცამციშვილი 6 000 ლარით დაჯარიმდა.