ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა შეაჯამა
და ძველი საკრებულოს მუშაობის ეფექტურობაზეც ისაუბრა.
“ისევე, როგორც ყველა გადაწყვეტილების მიღების დროს, საკრებულო ერთსულოვანი იყო. მიღებული გადაწყვეტილებები სწორი და ბიუჯეტისათვის საჭიროა. საკრებულომ კოლეგიალობის ძალიან კარგი მაგალითი გამოავლინა. დისკუსიის მეშვეობით ვახერხებდით, რომ უმრავლოსობა სწორ პოზიციაზე შევჯერებულიყავით,”-განაცხადა დვალმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის მომავალ საკრებულოს წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, საკრებულოს ახალ შემადგენლობას მუშაობის დაწყება მთავარი დოკუმენტის- ბიუჯეტის მიღებით მოუწევს. დავით დვალი დარწმუნებულია, რომ ახალი შემადგენლობა ახალ ბიუჯეტს ღირსეულად შეასრულებს.