მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრთა კაბინეტის
განახლებული შემადგენლობა ესწრებოდა. მთავრობის მეთაურმა ფინანსთა ახალ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მათი გუნდის წევრობა მიულოცა. პრემეირ-მინსიტრმა ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას. სტრუქტურულ რეფორმას, რომლის შედეგადაც რამდენიმე უწყება შეერთდა და მოხდა ხელმძღვანელების შეცვლა, პრემიერმინისტრმა მნიშვნელოვანი და თვისობრივი ცვლილება უწოდა, რომელიც მისი თქმით, დადებით შედეგებს მოიტანს.
როგორ აფასებენ ცვლილებებს სამთავრობო გუნდში და როგორია მოლოდინები – მოისმინეთ გამოკითხვა.