იმერეთში ახალარჩეული საკრებულოების პირველი
სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება. საკრებულოების სხდომას 12-ვე მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩვენო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან. შემდეგ კი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სხდომებს უხუცესი წევრები წარუძღვებიან.
12-ვე მუნიციპალიტეტში სხდომა 15 საათზეა დანიშნული.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში არჩეული მერი “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. ქუთაისის გარდა, მერების არჩევა, ყველა მუნიციპალიტეტში პირველ ტურში მოხდა. ქუთაისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან 50 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტურში აქ ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. ცესკოს მონაცემებით,23 569 ხმით არჩევნებში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ გაიმარჯვა.
ქუთაისის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა დაიწყებს.
ფოტო: არქივი – ქუთაისის საკრებულო