საკრებულოს დეპუტატი თეიმურაზ ნადირაძე ამბობს,
რომ ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში დეპუტატების 80 პროცენტი “ქართული ოცნების” პარტიის წევრი არ არის. ამის შესახებ მან დღეს მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ისაუბრა.
“ამ დროს აქ ზის ხალხი, რომლებიც 2012 წლიდან ამ პარტიის დამფუძნებლები არიან” – განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ და დაასახელა რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, გია ქობალიანი, გურამ ტოროშელიძე, ტარიელ მეტონიძე, ლელა ქელბაქიანი და კიდევ რამდენიმე.
“2012 წლის გაზაფხულიდან მე ჩემი კარიერა შევწირე “ქართულ ოცნების” ჩამოყალიბებას” – ამბობს თეიმურაზ ნადირაძე. დეპუტატი ამბობს, რომ ქალაქის მოსახლეობას ამ იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები აქვს.
თეიმურაზ ნადირაძე პასუხს “ქართული ოცნების” პარტიიდან კომპეტენტური პირისგან ელოდება.