“თავისუფალი საქართველოს ” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისში არჩევნების მე-2 ტურის შედეგებს ეხმაურება.
წულაიამ განაცხადა, რომ ქუთაისელმა მოსახლეობამ თავისი სათქმელი საარჩევნო უბნებზე მიუსვლელობით უკვე თქვა. მისივე თქმით, არჩევანი მოსახლეობის მხოლოდ 18,09 %-მა დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი არც წინა ხელისუფლებას და არც მერობის ამჟამინდელ კანდიდატებს ენდობა.
“სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი ენიჭება. მეორე ტურის შედეგები გიორგი ჭიღვარიას მმართველ პარტიაზე დამოკიდებულებას უფრო გაზრდის, ვიდრე ხალხზე,”-განაცხადა წულაიამ.
“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახალ მერს პასუხისმგებლობა მთავრობის იმ წევრების მიმართ ექნება, ვინც მას არჩევნებში გაამარჯვებინა.
გოგი წულაია განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრებმა მიიღეს და არა რიგითმა მოქალაქეებმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 ნოემბერს გაიმართა. უბნებზე ამომრჩეველთა 18,09% მივიდა. მოსახლეობის 87, 55-მა პროცენტმა მხარი გიორგი ჭიღვარიას დაუჭირა.