ქუთაისში ახალარჩეული საკრებულოს პირველი

სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება. წესის თანახმად, მას ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, სანამ ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება, საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი წარუძღვება, რომელიც ალექსანდრე ახალაძეა. ის საკრებულოში “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა.

ახალი საკრებულოს შემადგენლობა ქუთაისში კი ასეთია:

მაჟორიტარები:

ქალაქ-მუზეუმი – გიორგი ჭიშვილი
საფიჩხია – მარეხი ნიჟარაძე
უქიმერიონი – ამირან კოპალეიშვილი
ავტოქარხანა – მერაბ კვიცარიძე
ძელქვიანი – ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი
კახიანოური – ელეონორა არჩაია
ვაკისუბანი – მამუკა რიჟამაძე
ავტომშენებელი – იმედა საღინაძე
გამარჯვება – ირაკლი შენგელია
ნიკეა – კახა ბოჭორიშვილი

პარტიული სიით : 

“ქართული ოცნება” –  ნიკოლოზ ლატარია, ლაშა გვენეტაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ალექსანდრე ახალაძე, მაია სიმონიძე ოთარ ლორთქიფანიძე, ნანა კოსტავა, დავით წულეისკირი, ვლასი გარდაფხაძე.

“ევროპული საქართველო” – მერაბ მეშველიანი, დავით გოგისვანიძე.

“ნაციონალურ მოძრაობა” – ვლადიმერ კლდიაშვილი, გრიგოლ შუშანია, გია უკლება და ბესიკ ბრეგაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *