“თავისუფალი საქართველო” ქუთაისში დროებით ოფისის გარეშე რჩება.
“ოფისს რამდენიმე თვით ვკეტავთ. ჯერ ძველი ხელისუფლება არ წასულა და ახალს რა უნდა მოვთხოვო. ახალი წელი, შობა, ნათლისღება მოდის, შესაბამისად, მკვდარი სეზონია,”-განაცხადა წულაიამ.
წულაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას დროებით ოფისი არ ექნება “თავისუფალი საქართველო” მუშაობას მაინც გააგრძელებს. ამისთვის კი ქალაქში არსებულ სხვადასხვა საჯარო სივრცეს გამოიყენებს.
გოგი წულაია განმარტავს, რომ პარტია ოფისს იანვრის შუა რიცხვებიდან კვლავ იქირავებს.