ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი
დაგვიანების გარეშე გაიხსნა,- განცხადებას #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი აკეთებს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტვენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სახის დარღვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ქუთაისში, მერობის კანდიდატები “ქართული ოცნებიდან” გიორგი ჭიღვარია, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე არიან, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.