09:00 საათისთვის ქუთაისში სარჩევნო პროცესი მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობს.ყველა უბანი შეფერხების გარეშე 8 საათზე გაიხსნა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ჯერჯერობით არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია გაიხსნილი. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველია. პირველ ტურში მონაწილეობა მხოლოდ 35%-მა მიიღო.
ქუთაისში მერობის კანდიდატები “ქართული ოცნებიდან” გიორგი ჭიღვარია და “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე არიან, თუმცა, “ნაციონალებმა” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე მაინც არის წარმოდგენილი.