არჩევნების მეორე ტურზე
“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
“ქუთაისს ვაქცევთ მომავლის ქალაქად. გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება და ამ გამარჯვებას საღამოს ერთად ვიზეიმებთ. ქუთაისი უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვითმმართველი ქალაქი,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, ჭიღვარიას თქმით, მისთვის ფაქტს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პარტიისთვის “ნაციონალიური მოძრაობა” არ არსებობს.