ქუთაისში გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად თბილისის მერი კახი კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩამოვიდნენ.
“ქართული ოცნების” წევრები ქუთაისელ ამომრჩეველს მესხიშვილის თეატრში შეხვდნენ.
პარტიის მხარდამჭერი შეხვედრა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა. ჭიღვარიამ შეკრებილ ამომრჩეველს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა და თანადგომისაკენ მოუწოდა.
ქუთაისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძეს გამარჯვება მიულოცა.
“ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილები, კარგად ვიცით რა პრობლემებია ქვეყანაში. გიორგი არის კარგი მეგობარი და კარგი თანამებრძოლი. გიორგის გამარჯვება ქუთაისისა და თითოეული ქუთაისელის გამარჯვება იქნება,”-განაცხადა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩევნების პირველი ტური შეაფასა და ქუთაისელებს თანადგომისაკენ მოუწოდა.
“ჩვენი ამომრჩეველი აფასებს, რომ ქვეყანა წინ მიდის. ქუთაისი ახალი ენერგიით განვითარების ახალ ეტაპს შეუდგება,”-განაცხადა კობახიძემ.
ამომრჩევლებთან შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეს ესწრებოდა, რომელმაც პარტიის ხელმძღვანელებს ჩამოსვლისათვის მადლობა გადაუხადა და გიორგი ჭიღვარიასთან თანამშრომლობის პერიოდი დადებითად შეაფასა.