იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა.
გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ზლინის რეგიონის გუბერნატორს ირჟი ჩენეკის შეხვდნენ.
მხარეები შეხვედრაზე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სამომავლო ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიან ელჩი ჩეხეთში ზაზა გოგსაძეც ესწრებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ზლინში, რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებსა და ბიზნესმენებს შეხვდა.
ქართული დელეგაციის წევრებმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, მათ შორის ჩეხური იარაღის ,,ჩეზეს” წარმოება მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ზლინის რეგიონის ხელმძღვანელობის ოფიციალური ვიზიტი იმერეთში.