2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების ბეჭდვა რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.
საერთო ჯამში თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და 5 თვითმმართველი თემის – ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად იბეჭდება 299 450 ბიულეტენი. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას ახორციელებს სტამბა შპს “კარტოგრაფია”.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.