არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან
არჩეულია 58 მერი, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს ანუ 12 ნოემბრიდან დაიწყებენ. 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.
რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მეორედ თვითმმართველი ქალაქი- ქუთაისში და თვითმმართველი თემებში: ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მივა.