ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა.
აღნიშნული შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე საღამოს საათები მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, 50 წლამდე ასაკის ქალბატონი გზის სავალ ნაწილზე მიდიოდა, რა დროსაც მას სამარშუტო ტაქსი დაეჯახა.
შემთხვევას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.