წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი
მალე მუშაობას დაასრულებს. წყალტუბოს უკვე ახალი მერი, გრიგოლ იოსელიანი ჰყავს. რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, როგორ აფასებს კონსტანტინე მამისეიშვილი თავის საქმიანობას და სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
“ჩემი შეფასება ჩემი მუშაობის ალბათ არ იქნება სწორი. ალბათ უნდა შეაფასოს მოსახლეობამ. ბევრი რამ გაეთდა წყალტუბოში, ბევრი გასაკეთებლია.მე მჯერა, ახალი მერი, რომელიც ცოტა ხანში შეუდგება მუშოაბას, ყველაფერს გააკეთებს რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ და უფრო ახალ ინიციატივებსაც განახორციელებს. სადაც არ უნდა ვიყო, შვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი წყალტუბო კაგად იყოს წამროჩენილი და გამარჯვებული იყოს. ცოტა ხანში გეტყვით სად გავაგრძელებ საქმიანობას”, – ამბობს კონსტანტინე მამისეიშვილი.
გამგებელმა წყალტუბოს სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა. კონსტანტინე მამისეიშვილმა მადლობა იმ გუნდსაც ადაუხადა, ვისთან ერთადაც მუშაობდა.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მართავდა მუნიციპალიტეტს. აკეთებდა ყველაფერს იმისათვის,რომ ჩვენი წყალტუბო წარმატებული ყოფილიყო. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი გასაკეთებლია. თუ რაიმე შეგვეშალა და ისე ვერ გავაკეთეთ, ნუ დაგვძრახავთ ამისთვის და გვაპატიეთ. გპირდებით, სადაც არ უნდა ვიყო შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო წყალტუბოს დღეგრძელობისათვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ”, – მიმართა მამისეიშვილმა მოსახლეობას.