აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
რექტორმა გიორგი ღავთაძემ პრეზიდენტს ორიგინალური კალმის ჩასადები აჩუქა, რომელიც უნივერსიტეტის თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიაში- ფაბლაბში დამზადდა.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2 ნოემბერს ესტუმრა.
კალიულაიდმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა, სადაც ესტონეთის განვითარების ეტაპებზე, ქართულ-ესტონურ ურთიერთობებსა და ქვეყნისათვის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა.