ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ
“ახალი პოლიტიკური ცენტრი -გირჩის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლომ მერიის მიერ მეორედ დაკისრებული 6 000 ლარიანი ჯარიმა უსაფუძვლოდ ცნო.
“სააპელაციო სასამართლომ გააბათილა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მერიის საჩივარი იყო დაკმაყოფილებული. სააპელაციომ მომიხსნა ჯარიმა და ჩათვალა, რომ მერიის მოთხოვნა და საქალაქოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო,”- განაცხადა ცამციშვილმა.
თემურ ცამციშვილსა და ქუთაისის მერიას შორის დავა 2010 წელს დაიწყო.