ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
პრეზიდენტმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა, სადაც ესტონეთის განვითარების ეტაპებზე, ქართულ-ესტონურ ურთიერთობებსა და ქვეყნისათვის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა, რომელმაც ესტონეთის პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთანავე, რექტორმა ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
კერსტი კალიულაიდის განმარტებით, მისთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და კულტურული ტრადიციებით მდიდარ, ქვეყნის ყოფილ დედაქალაქში სტუმრობა.
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“ჩვენი კონსტიტუცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებსა და სიტყვის თავისუფლებაზეა დაფუძნებული,-“განაცხადა პრეზიდენტმა.
კალიულაიდს სტუდენტებმა შეკითხვები ესტონეთის საგანმანათლებლო სისტემაზე, გენდერულ საკითხებზე დაუსვეს.